მთავარი   |   პროდუქცია  |   ბრენდები  |   კონტაქტი

ქართული  |   ENGLISH  



გენეტიკური ანალიზატორი/სეკვენატორი 310

განკუთვნილია დნმ-ს თანმიმდევრობის განსაზღვრისათვის და ფრაგმენტული ანალიზების ჩასატარებლად მცირე ლაბორატორიებში. 310 მოდელს აქვს ერთი კაპილარი. 

 

მწარმოებელი: Applied Biosystems (აშშ)

სისტემა მთლიანადავტომატიზებულია და ამიტომ მასთან მუშაობა ადვილია:

 

- კაპილარის შევსება პოლიმერით

- ნიმუშის ელექტროკინეტიკური ინექცია

- ხელსაწყოს მართვა

- მიღებული მონაცემებისშეგროვებადადამუშავება

 

გენეტიკურ ანალიზატორს შეუძლია მუშაობა უოპერატოროდ, ავტომატურ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში. ყველა საფეხურს, დაწყებულიპოლიმერისშეყვანიდანშედეგებისმიღებამდე, მართავსკომპიუტერულისისტემა. არ არის საჭიროფირფიტების გარეცხვადა გელის პოლიმერიზაცია. ავტომატიზაციამნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომებისრაოდენობასდა უზრუნველყოფს ზუსტ შედეგს. დნმ-ს ნიმუშების ჩასატვირთად  ანალიზატორსშეიძლება ჰქონდეს ავტოჩამტვირთველი48 ან 96 ნიმუშისათვის.ავტოჩამტვირთველს ელექტროკინეტიკური ინექციის საშუალებით თანმიმდევრულად შეაქვს ნიმუშები კაპილარშიელექტროფორეზული გაყოფისათვის.ციფრული CCD-კამერის საშუალებით ხდება ერთდროულადოთხი ან ხუთი საღებავის გამოვლენიაერთ კაპილარში.

 

მოწყობილობა გააჩნია მრავალფეროვანიპროგრამული უზრუნველყოფა სხვადასხვა კვლევებისათვის. კომპიუტერის ოპერაციული სისტემაა Windows XP.

 

მომსახურება და დახმარება:

კომპანია ახორციელებს ხელსაწყოს ჩამოტანას, დაყენებას, მომხმარებელთა შემდგომ მომზადებას და სრულ მეთოდოლოგიურ დახმარებას.

 

გენეტიკური ანალიზატორი 310 უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ანალიზების ჩატარებას:

 

1. თანმიმდევრობისგანსაზღვრისმეთოდის გამოყენების დროს:

 

- თანმიმდევრობისDe novo განსაზღვრა

-  თანმიმდევრობის შედარებითიგანსაზღვრა

- HLA-ტიპირება

- აივ-ის გენოტიპის განსაზღვრა სამკურნალწამლო პრეპარატების მიმართმუტაციების გამძლეობის გამოსავლენად

- ბაქტერიებისადარამდენიმეპათოგენური სოკოს ამოცნობა

- მუტაციების, ჰერტეროზიგოტურობის, SNPs-ს გამოვლენა და დადასტურება.

 

2. ფრაგმენტურიანალიზის მეთოდის გამოყენების დროს:

 

- არამადენატურირებელიპირობები - SSCP

- მადენატურირებელიპირობები - STR-ანალიზი (პიროვნების ამოცნობადა მამობისდადგენა), AFLP.

 

ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები:

- ამომცნობი ბლოკი: CCD-კამერაგანსაზღვრავს ფლუორესცენციას525ნმ-დან 650 ნმ-მდე ტალღების სიგრძის მიხედვით

- ოპტიკური სისტემა: საღებავებისაგზნებაარგონის ლაზერით488 ნმ და 514 ნმსიგრძის ტალღებზე

- ელექტროფორეზის კვების ბლოკი: მართავსძაბვებს100 ვოლტიდან15 კილოვოლტამდე

- გელის ტუმბო: კაპილარისშევსება პოლიმერით,წნევა1,800 psi-მდედა ვაკუუმი 28 მმHg-მდე.

- ნიმუშების ავტოჩამტვირთველი: 48 ან 96 სინჯარა.

- ტემპერატურა:ოთახის ტემპერატურიდან60oC-მდე.

- ზომები: სიგანე xსიღრმე xსიმაღლე61 სმ x 56 სმ x 86 სმ

- წონა: 95 კგ

- კაპილარები:კაპილარების შიდა დიამეტრი 50 მკმ, სიგრძე47 სმ და 61 სმ

©2014 ABM MEDICAL LTD