• მოწყობილობა და კომპლექტები პიროვნების ამოცნობისათვის • პროგრამული უზრუნველყოფა პიროვნების ამოცნობისათვის მოწყობილობა და კომპლექტები პიროვნების ამოცნობისათვის კომპანია Applied Biosystems სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და ექსპერტულ-კრიმინალისტურ ლაბორატორიებს სთავაზობს სხვადასხვა მოწყობილობებს, რეაგენტებს და კომპლექტებს დნმ-ს ხარისხიანი ანალიზის ჩასატარებლად. კომპანიის მოწყობილობები:
STR-ლოკუსების ამოცნობის კომპლექტი:
Applied Biosystems კომპანია აწარმოებს პიროვნების ამოსაცნობ ბევრ სხვადასხვა კომპლექტს. ხუთფერიანი ტექნოლოგიაში შედის 4 ფლუორესცენციული საღებავი (6-FAM, VIC, NED და PET) პჯრ-ს ფრაგმენტების დასანიშნად და საღებავი LIZ - GeneScan-500 ზომითი სტანდარტის დასანიშნად. პჯრ-ს ჩასატარებელი კომპლექტები AmpFISTR: ამჟამად ყველაზე გავრცელებული კომპლექტია AmpFISTR Identifiler, რომელიც განკუთვნილია 15 STR-ლოკუსებისა და ამელოგენინის გამოსავლენად. აქედან 13 ლოკუსი აკმაყოფილებს CODIS/FBI-ს (აშშ) - CSF1PO, D3S1358, D5S818, D7S820, D8S1179, D13S317, D16S539, D18S51, D21S11, FGA, TH01, TPOX და vWA-ს მოთხოვნებს. ლოკუსების ტიპირების შედეგები აკმაყოფილებს აგრეთვე ENFSI-სა და ინტერპოლის მოთხოვნებს. ორი დამატებითი D2S1338 და D19S433 ლოკუსი უზრუნველყოფს შესაბამისობას SGM პლუს კომპლექტთან, რომელიც შეიქმნა FSS-სთან (Forensic Science Service) ერთად . კომპლექტი AmpFISTR Identifiler გაანგარიშებულია 200 განსაზღვრაზე. მასში შედის: სარეაქციო პჯრ-ნარევი, პრაიმერების ნარევები, დნმ-პოლიმერაზა AmpliTaq Gold, საკონტროლო დნმ 9947A და ალელური მარკერი. კომპანიის სხვა კომპლექტების მახასიათებლები (თითოეული 100 განსაზღვრისათვის):
რაოდენობრივი პჯრ-ს ჩასატარებელი კომპლექტები Quantifiler:
თითოეულ ნაკრებში შედის სარეაქციო ნარევი AmpliTaq Gold დნმ-პოლიმერაზათი; პრაიმერებისა და ზონდის ნარევი, აგრეთვე შიდა დადებითი კონტროლი, რომელიც აღმოაჩენს ნიმუშებს, რომლებიც არ შეიცავს დნმ-ს, ან შეიცავს პჯრ-ს დამთრგუნველებს, ადამიანის სტანდარტულ დნმ-ს. კომპლექტების საშუალებით გამოვლინდება სისხლიდან, ნაცხებიდან ან სხვა ნიმუშებიდან მიღებული დნმ. პროტოკოლში არ შედის ინკუბაციის, ნიმუშების გადატანის ან გამორეცხვის საფეხურები. მთელი პროცედურას სჭირდება დაახლოებით ორი საათი. პროტოკოლს გააჩნია გამრავლებისა და გამოვლენის ერთი და იგივე მახასიათებლები, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ნიმუშები გავაანალიზოთ ერთ პლანშეტზე ორი კომპლექტით, ერთიანი საკალიბრო მრუდის გამოყენებით. პროგრამული უზრუნველყოფა პიროვნების ამოცნობისათვის-- |