HOME   |   PRODUCTS  |   BRANDS  |   CONTACT

ქართული  |   ENGLISH  


• მიკროორგანიზმების გამოვლენა და ამოცნობა საკვებში
• განსაკუთრებით საშიში პათოგენების გამოვლენა და ამოცნობა საკვებში


მიკროორგანიზმების გამოვლენა და ამოცნობა საკვებში

წარწერა სურათზე: MicroSeg® - მიკროორგანიზმების გენეტიკური ამოცნობის საუკეთესო სისტემა

მიკრობების ამოცნობის სისტემა შეიმუშავა კომპანია Applied Biosystems-მა (MICROSEQ MICROBIAL IDENTIFICATION SYSTEM).

MicroSeq სისტემის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ამოიცნოთ ათასზე მეტი სახეობის მიკროორგანიზმი (ბაქტერიები, საფუარი და სოკოები). ამოცნობის მიმდინარეობის ხანგრძლივობაა 8 საათი, დაწყებული დნმ-ს გამოყოფიდან და დამთავრებული შედეგების დამუშავებით, რაც სრულდება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. MicroSeq-ის გამოყენებისას არ გჭირდებათ წინასწარი ინფორმაცია მიკროორგანიზმის შესახებ, საჭირო არ არის შეღებვა გრამის მიხედვით, საჭირო არ არის წინასწარი ბიოქიმიური გამოკვლევები, არ გვჭირდებათ მუშაობის გამოცდილება.

მიკროორგანიზმების ამოცნობის სხვა მეთოდებითან შედარებით, დღეს MicroSeq ერთადერთი კომერციული სისტემაა, რომელმაც სპეციალურ გამოცდებზე აჩვენა 100% სიზუსტე და 100% ერთნაირი შედეგები. ამ გამოცდებზე ამოსაცნობად წარმოდგენილი იყო American Type Culture Collection-იდან (ATCC) წამოღებული 18 სახეობის მიკროორგანიზმი, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ფარმაცევტული წარმოების ადგილებში.

MicroSeq-ის მონაცემთა ბაზაში თავმოყრილია გრამ უარყოფითი და გრამ დადებითი ბაქტერიების 1700-ზე მეტი სახეობა. 2003 წლიდან მონაცემთა ბაზაში დამატებულია ინფორმაცია განსაკუთრებით საშიში პათოგენების შესახებ. ეს პათოგენებია Bacillus anthracis, Francisella tularensis, Yersinia pestis, Brucella melitensis. სოკოების ბიბლიოთეკაში ინახება ინფორმაცია 1000-ზე მეტი  სახეობის სოკოს შესახებ. ორივე ბიბლიოთეკა მუდმივად ახლდება და ივსება ახალი სახეობებით. ბიბლიოთეკებში ინახება ინფორმაცია პოლიმორფიზმების  და A კატეგორიის ბაქტერიული აგენტების შესახებ. თქვენ თვითონაც შეგიძლიათ შექმნათ თქვენთვის საჭირო სახეობების ბიბლიოთეკები და დაამატოთ ინფორმაცია ახალი ან ცნობილი სახეობების გენეტიკური მიმდევრობების შესახებ.

სისტემა MicroSeq ბაქტერიებს ამოიცნობს Bergey's Manual-ის ბაქტერიული ტაქსონომიური კალასიფიკაციის მთავარი მაჩვენებლის - რიბოსომური რნმ-ს (rRNA) უნივერსალური 16S გენის თანმიმდევრობის ავტომატური განსაზღვრის საშუალებით. სოკოების ამოცნობა ხდება rRNA-ს 26s გენის D2 უბნის თანმიმდევრობის განსაზღვრის საშუალებით. rRNA-ს გენის თანმიმდევრობის განსაზღვრის შემდეგ სისტემა ავტომატურად ადარებს შედეგებს MicroSeq-ის მიკრობების ბიბლიოთეკების მონაცემებთან და გვაძლევს შესაბამისი შედეგების სიას. მოცემული შედეგები ნაწილდება ნიმუშიდან გენეტიკური დაშორების შესაბამისად და გამოისახება ეკრანზე ფილოგენეტიკური ხის სახით. პროგრამული უზრუნველყოფა ავტომატურად განსაზღვრავს, თუ რამდენი პროცენტით ემსგავსება უცნობი ნიმუში MicroSeq-ის ბიბლიოთეკის ყველაზე უფრო მსგავს ნიმუშებს, რაც დაფუძნებულია ნულკეოტიდური თანმიმდევრობისა და ფილოგენეტიკური ხის მონაცემების მსგავსებაზე.   

კომპლექტები, რეაქტივები და პროგრამული უზრუნველყოფა:

  • PrepMan® Ultra Reagent - სპეციალურად შემუშავებული რეაქტივი  კოლონიებიდან ან კულტურებიდან მიკროორგანიზმების გამოსაყოფად;
  • MicroSeq 500 16S Bacterial Identification Kit - კომპლექტი, რომელშიც შედის ბაქტერიების ამოსაცნობი რეაგენტები. ამოცნობა ხდება რნმ-ს 16S გენის 500 ნწ-ს თანმიმდევრობის განსაზღვრის საშუალებით;
  • MicroSeq Full Gene 16S Bacterial Identification Kit - შედის ბაქტერიების ამოსაცნობი რეაგენტები. ამოცნობა ხდება რნმ-ს 16S გენის მთლიანი თანმიმდევრობის განსაზღვრის საშუალებით.
  • MicroSeq D2LSU Fungal Identification Kit - ბირთვული რიბოსომული დნმ-ს მიხედვით სოკოს ამოცნობის კომპლექტი;
  • MicroSeq ID Analysis Software - პროგრამული უზრუნველყოფა, რომელშიც შედის ყველაფერი, რაც კი საჭიროა მიკროორგანიზმების ამოსაცნობად.

MicroSeq სისტემაში შედის დნმ-ს თანმიმდევრობის ავტომატური განსაზღვრისათვის საჭირო ხელსაწყოები, რეაგენტების კომპლექტები, დნმ-ს თანმიმდევრობების ბიბლიოთეკები და პროგრამული უზრუნველყოფა. სისტემის თითოეული კომპონენტის შერჩეულია ხარისხიანი და ზუსტი ერთობლივი მუშაობისათვის, რაც თქვენი მუშაობა უფრო მოსახერხებელია და საშუალებას გაძლევთ მიიღოთ უტყუარი, ზუსტი და ერთნაირი შედეგები.     

სისტემის გამოყენება:

  • საკვებისა და სასმელის კონტროლი ლაბორატორიებში - მომზადების მიმდინარეობის დაკვირვება, კონტროლი, გამოვლენა დაავადებების გავრცელების დროს; 
  • სოფლის მეურნეობაში - პათოგენური სოკოების ამოცნობა სოფლის მეურნეობის პროდუქტებში, აგრეთვე მათი შენახვის დროს;
  • მედიცინაში - მიკროორგანიზმების ამოცნობა;
  • ფარმაცევტული წარმოება - ნივთიერებებისა და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • ეკოლოგია - ბიოლოგიური მრავალფეროვნების შეფასება ბუნებრივ პირობებში;
  • მიკროორგანიზმების კულტურების კოლექციებში  - დადასტურება.
განსაკუთრებით საშიში პათოგენების გამოვლენა და ამოცნობა საკვებში
--
©2014 ABM MEDICAL LTD