მთავარი   |   პროდუქცია  |   ბრენდები  |   კონტაქტი

ქართული  |   ENGLISH  


• ტრანსგენური დნმ-ს გამოვლენა ნედლეულსა და საკვებში
• ტრანსგენური დნმ-ს ამოცნობა


ტრანსგენური დნმ-ს გამოვლენა ნედლეულსა და საკვებში

ნედლეულსა და საკვებში გენეტიკურად მოდიფიცირებული ინგრედიენტების რაოდენობრივი განსაზღვრის მოწყობილობა და რეაგენტები.

 რეალურ დროში პჯრ-ს სისტემები ABI PRISM და უნივერსალური ტესტები TaqMan GMO, რომლებსაც აწარმოებს კომპანია Applied Biosystems, აღმოაჩენს და რაოდენობრივად განსაზღვრავს ევროკავშირში ოფიციალურად ნებადართული გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების (გმი) შემცველობას საკვებში.

კომპანია Applied Biosystems-ის სისტემა TaqMan - ეს არის მარცვლეულში, საკვებსა და მათ კომპონენტებში გმი-ს გამოვლენისა და რაოდენობრივი განსაზღვრის თანამედროვე ტექნოლოგია. სისტემაში შედის დნმ-ს გამომყოფი რეაგენტი, სიგნალის გაფართოებისა და გამოვლენის ავტომატური მოწყობილობა (რეალურ დროში პჯრ-ს სისტემა), შედეგების ანალიზისა და გმი-ს შემცველობის რაოდენობრივი განსაზღვრის პროგრამული უზრუნველყოფა. სტანდარტის ნორმალიზაციისათვის TaqMan GMO-ს სამუშაო ნარევში შედის პასიური რეფერენტული საღებავი ROX. TaqMan სისტემაში გმი-ს გამოვლენისა და რაოდენობრივი განსაზღვრისთვის გამოიყენება ფლუორესცენციული 5'-ნუკლეაზური აქტივობის დაპატენტებული მეთოდი.

TaqMan მეთოდში გამოყენებულია ზონდი, რომელიც არის ფლუორესცენციული საღებავის და ფლუორესცენციის ჩამხშობის შემცველი ოლიგონუკლეოტიდი. ზონდის ჰიბრიდიზაცია ხდება პრაიმერების წყვილს შორის გმი-სთვის დამახასიათებელი თანმიმდევრობით. გამრავლების დროს დნმ-პოლიმერაზა AmpliTaq Gold 5'-ნუკლეაზური აქტივობის მეშვეობით ხლეჩს ზონდს, ათავისუფლებს რეპორტიორულ საღებავს, რომელიც თავისუფალ მდგომარეობაში ფლუორესცენცირებს. რეალურ დროში პჯრ-ს ხელსაწყო ABI PRISM ზომავს გამონთავისუფლებული საღებავის მზარდ ფლუორესცენციას გამრავლების პროცესში. მიღებული მონაცემები ავტომატურად მუშავდება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.

რეალურ დროში გმი-ს გამოვლენა საშუალებას გვაძლევს რაოდენობრივად განვსაზღვროთ  გმი-ს საწყისი შემცველობა პჯრ-ს ექსპონენციურ ფაზაში, როდესაც კომპონენტების კონცენტრაცია შედეგზე ვერ იმოქმედებს. ეს უზრუნველყოფს შედეგების სიზუსტეს და განმეორებადობას. ევროკავშირში და იაპონიაში  ეს მეთოდი მიღებულია საკვებში გმი-ს რაოდენობრივი განსაზღვრის ძირითად მეთოდად. კლასიკური პჯრ-ს და  საბოლოო შედეგების ელექტროფორეზული ანალიზის მეთოდები რაოდენობრივი განსაზღვრის დროს დიდ ცდომილებას იძლევა.  

TaqMan GMO 35S კომპლექტები აღმოაჩენს გმი-სათვის დამახასიათებელ დნმ-ს თანმიმდევრობებს ნებისმიერ საკვებში და მის კომპონენტებში. სისტემაში გამოყენებული ყვავილოვანი კომბოსტოს მოზაიკის ვირუსის 35S პრომოტორი, რომელიც დამახასიათებელია გმი-სათვის, შედის ევროკავშირისა და მრავალი სხვა ქვეყნის მიერ ნებადართულ ყველა ტრანსგენურ მცენარეში.

ზონდის გარდა, სისტემა TaqMan GMO-ში შედის სოიას და სიმინდის ენდოგენური შიდა კონტროლი (Endogenous Reference). კონტროლის გაფართოება ორი რამისთვის არის საჭირო:

  • ენდოგენური შიდა კონტროლი უზრუნველყოფს დნმ-ს რაოდენობრივ განსაზღვრას სოიას ან სიმინდის ნიმუშში. ეს სტანდარტი საშუალებას გვაძლევს ზუსტად განვსაზღვროთ გენმოდიფიცირებული სოიას ან სიმინდის შემცველობის %;
  • შიდა დადებითი კონტროლიდან ფლუორესცენციული სიგნალის არარსებობა შეიძლება მიუთითებდეს ნიმუშში პჯრ-ს ინჰიბიტორების არსებობაზე, რაც ნიშნავს ცრუ უარყოფით შედეგს.

TaqMan GMO სისტემას შეუძლია შედეგების მიღება 2 საათში. კომპანია Applied Biosystems-ის მიერ შემუშავებული რეაგენტის საშუალებით საკვების ან მისი კომპონენტების დნმ-ს მატრიცის მიღება შეიძლება 30 წუთზე ნაკლებ დროში. 96 ნიმუშის ანალიზის შედეგებს რეალურ დროში პჯრ-ს სისტემა ABI PRISM 2 საათში იძლევა. პროგრამული უზრუნველყოფა  ნიმუშში გმი-ს პროცენტულ შემცველობას ადგენს დაახლოებით 5 წუთში. ამგვარად, 96 ნიმუშის საერთო ანალიზის დრო 2 საათი და 30 წუთია. სამუშაო დღის განმავლობაში შეიძლება ჩატარდეს 192 ნიმუშის ანალიზი, ხოლო ღამის განმავლობაში ავტომატურ რეჟიმში კიდევ 96 ნიმუშის ანალიზი, რაც დღე-ღამეში 288 ნიმუშის გაანალიზების საშუალებას მოგვცემს.

კომპანია Applied Biosystems-ის მიერ გამოშვებული გმი-ს რაოდენობრივი განსაზღვრის  კომპლექტები:

  • სკრინინგის ორი კომპლექტი:

- TaqMan® გმო სოია 35S

- TaqMan® გმო სიმინდი 35S

გმი-ს რაოდენობრივი განსაზღვრის კომპლექტები, რომლებსაც ამჟამად ამუშავებს კომპანია Applied Biosystems:

  • სკრინინგის დადასტურების ორი კომპლექტი:

- TaqMan® გმო სოია T-nos

- TaqMan® გმო სიმინდი T-nos

  • ექვსი ამოსაცნობი კომპლექტი:

- TaqMan ® გმო სიმინდი MON810

- TaqMan ® გმო სიმინდი T25

- TaqMan ® გმო სიმინდი Bt11

- TaqMan ® გმო სიმინდი Bt176

- TaqMan ® გმო სიმინდი GA21

- TaqMan® გმო სოია RRS

TaqMan GMO 35S კომპლექტში შედის:

- სამუშაო ნარევი;

- დნმ პოლიმერაზა AmpliTaq Gold;

- უარყოფითი კონტროლი;

- დადებითი კონტროლი;

- მომხმარებლის სახელმძღვანელო;

- რეაქციის მომზადების სქემა;

- გმო-ს რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდის გამოყენების საერთაშორისო სამართალი.

კომპლექტი განკუთვნილია 100 განსაზღვრისათვის.    

გარდა ამისა, კომპანია Applied Biosystems-მა  შეიმუშავა დნმ-ს გამოსაყოფი ახალი უნივერსალური ხსნარი PrepMan™Ultra (PMU). საკვები, ჩვეულებრივ, შეიცავს დიდი რაოდენობით პჯრ-ს დამრთგუნველებს, დნმ ძალიან არის დაზიანებული კვების პროდუქტების წარმოების დროს თბური და ა. შ. დამუშავებით. ამიტომ PMU წყვეტს შემდეგ ამოცანებს:

- დნმ მოპოვება;

- პჯრ-ს დამთრგუნველების მოშორება;

- დიდი რაოდენობის დნმ-ს მიღება;

- გამოყოფილი დნმ-ს ხარისხის უზრუნველყოფა.


ტრანსგენური დნმ-ს ამოცნობა
-----------------------------------
©2014 ABM MEDICAL LTD