მთავარი   |   პროდუქცია  |   ბრენდები  |   კონტაქტი

ქართული  |   ENGLISH  



მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა


ჩვენი განყოფილება გთავაზობთ კომპლექსური გადაწყვეტილებების შემუშავებას დამკვეთთა სურვილის მიხედვით და დასახული ამოცანების შედეგიანად, ხარისხიანად და დროულად შესრულებას. ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან პროდუქციას და მომსახურებას სამეცნიერო კვლევებისათვის, მედიცინისა და ბიოტექნოლოგიისათვის. მოწყობილობის მიწოდება ხორციელდება საწყობიდან ზუსტად შეთანხმებულ ვადაში, შეკვეთის მიხედვით. ბიოტექნოლოგიური მოწყობილობის განყოფილების სპეციალისტთა პროფესიული მომზადება საშუალებას გვაძლევს მოვაწყოთ ლაბორატორიები, რომლებიც ატარებენ მოლეკულურ-გენეტიკურ კვლევებს დნმ-ს სეკვენირების, (კაპილარული ელექტროფორეზი), ლიგირებით სეკვენირების (SOLiD), პჯრ-ს (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია), „რეალურ დროში“ პჯრ-ს ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ტექნიკისა და კვლევის მეთოდების შერჩევაში და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ლაბორატორიის სრულ აღჭურვაში. ჩვენ ვაყენებთ და ვემსახურებით მოწყობილობას და პროგრამულ უზრუნველყოფას, ვნერგავთ მეთოდს, ვამზადებთ თანამშრომლებს და შემდგომში ვუწევთ მუდმივ მეთოდოლოგიურ დახმარებას. ჩვენი დამკვეთების არიან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, ინსტიტუტები და უნივერსიტეტები, სასწავლო ცენტრები, მოლეკულურ-ბიოლოგიური, ბიოქიმიური, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ცენტრები, ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის ლაბორატორიები, სასამართლო მედიცინის ლაბორატორიები და ექსპერტიზისა და კრიმინალისტიკის ცენტრები, სადიაგნოსტიკო ლაბორატორიები, ბიოტექნოლოგიური, ფარმაცევტული და კვების მრეწველობის დიდი და პატარა კომპანიები.
©2014 ABM MEDICAL LTD