გენეტიკური ანალიზატორი/სეკვენატორი 310განკუთვნილია დნმ-ს თანმიმდევრობის განსაზღვრისათვის და ფრაგმენტული ანალიზების ჩასატარებლად მცირე ლაბორატორიებში. 310 მოდელს აქვს ერთი კაპილარი.
|
მწარმოებელი: Applied Biosystems (აშშ) |
|
სისტემა მთლიანადავტომატიზებულია და ამიტომ მასთან მუშაობა ადვილია:
- კაპილარის შევსება პოლიმერით - ნიმუშის ელექტროკინეტიკური ინექცია - ხელსაწყოს მართვა - მიღებული მონაცემებისშეგროვებადადამუშავება
გენეტიკურ ანალიზატორს შეუძლია მუშაობა უოპერატოროდ, ავტომატურ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში. ყველა საფეხურს, დაწყებულიპოლიმერისშეყვანიდანშედეგებისმიღებამდე, მართავსკომპიუტერულისისტემა. არ არის საჭიროფირფიტების გარეცხვადა გელის პოლიმერიზაცია. ავტომატიზაციამნიშვნელოვნად ამცირებს შეცდომებისრაოდენობასდა უზრუნველყოფს ზუსტ შედეგს. დნმ-ს ნიმუშების ჩასატვირთად ანალიზატორსშეიძლება ჰქონდეს ავტოჩამტვირთველი48 ან 96 ნიმუშისათვის.ავტოჩამტვირთველს ელექტროკინეტიკური ინექციის საშუალებით თანმიმდევრულად შეაქვს ნიმუშები კაპილარშიელექტროფორეზული გაყოფისათვის.ციფრული CCD-კამერის საშუალებით ხდება ერთდროულადოთხი ან ხუთი საღებავის გამოვლენიაერთ კაპილარში.
მოწყობილობა გააჩნია მრავალფეროვანიპროგრამული უზრუნველყოფა სხვადასხვა კვლევებისათვის. კომპიუტერის ოპერაციული სისტემაა Windows XP.
მომსახურება და დახმარება: კომპანია ახორციელებს ხელსაწყოს ჩამოტანას, დაყენებას, მომხმარებელთა შემდგომ მომზადებას და სრულ მეთოდოლოგიურ დახმარებას.
გენეტიკური ანალიზატორი 310 უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ანალიზების ჩატარებას:
1. თანმიმდევრობისგანსაზღვრისმეთოდის გამოყენების დროს:
- თანმიმდევრობისDe novo განსაზღვრა - თანმიმდევრობის შედარებითიგანსაზღვრა - HLA-ტიპირება - აივ-ის გენოტიპის განსაზღვრა სამკურნალწამლო პრეპარატების მიმართმუტაციების გამძლეობის გამოსავლენად - ბაქტერიებისადარამდენიმეპათოგენური სოკოს ამოცნობა - მუტაციების, ჰერტეროზიგოტურობის, SNPs-ს გამოვლენა და დადასტურება.
2. ფრაგმენტურიანალიზის მეთოდის გამოყენების დროს:
- არამადენატურირებელიპირობები - SSCP - მადენატურირებელიპირობები - STR-ანალიზი (პიროვნების ამოცნობადა მამობისდადგენა), AFLP.
ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: - ამომცნობი ბლოკი: CCD-კამერაგანსაზღვრავს ფლუორესცენციას525ნმ-დან 650 ნმ-მდე ტალღების სიგრძის მიხედვით - ოპტიკური სისტემა: საღებავებისაგზნებაარგონის ლაზერით488 ნმ და 514 ნმსიგრძის ტალღებზე - ელექტროფორეზის კვების ბლოკი: მართავსძაბვებს100 ვოლტიდან15 კილოვოლტამდე - გელის ტუმბო: კაპილარისშევსება პოლიმერით,წნევა1,800 psi-მდედა ვაკუუმი 28 მმHg-მდე. - ნიმუშების ავტოჩამტვირთველი: 48 ან 96 სინჯარა. - ტემპერატურა:ოთახის ტემპერატურიდან60oC-მდე. - ზომები: სიგანე xსიღრმე xსიმაღლე61 სმ x 56 სმ x 86 სმ - წონა: 95 კგ - კაპილარები:კაპილარების შიდა დიამეტრი 50 მკმ, სიგრძე47 სმ და 61 სმ |