• ტრანსგენური დნმ-ს გამოვლენა ნედლეულსა და საკვებში • ტრანსგენური დნმ-ს ამოცნობა ტრანსგენური დნმ-ს გამოვლენა ნედლეულსა და საკვებში ნედლეულსა და საკვებში გენეტიკურად მოდიფიცირებული ინგრედიენტების რაოდენობრივი განსაზღვრის მოწყობილობა და რეაგენტები. რეალურ დროში პჯრ-ს სისტემები ABI PRISM და უნივერსალური ტესტები TaqMan GMO, რომლებსაც აწარმოებს კომპანია Applied Biosystems, აღმოაჩენს და რაოდენობრივად განსაზღვრავს ევროკავშირში ოფიციალურად ნებადართული გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების (გმი) შემცველობას საკვებში. კომპანია Applied Biosystems-ის სისტემა TaqMan - ეს არის მარცვლეულში, საკვებსა და მათ კომპონენტებში გმი-ს გამოვლენისა და რაოდენობრივი განსაზღვრის თანამედროვე ტექნოლოგია. სისტემაში შედის დნმ-ს გამომყოფი რეაგენტი, სიგნალის გაფართოებისა და გამოვლენის ავტომატური მოწყობილობა (რეალურ დროში პჯრ-ს სისტემა), შედეგების ანალიზისა და გმი-ს შემცველობის რაოდენობრივი განსაზღვრის პროგრამული უზრუნველყოფა. სტანდარტის ნორმალიზაციისათვის TaqMan GMO-ს სამუშაო ნარევში შედის პასიური რეფერენტული საღებავი ROX. TaqMan სისტემაში გმი-ს გამოვლენისა და რაოდენობრივი განსაზღვრისთვის გამოიყენება ფლუორესცენციული 5'-ნუკლეაზური აქტივობის დაპატენტებული მეთოდი. TaqMan მეთოდში გამოყენებულია ზონდი, რომელიც არის ფლუორესცენციული საღებავის და ფლუორესცენციის ჩამხშობის შემცველი ოლიგონუკლეოტიდი. ზონდის ჰიბრიდიზაცია ხდება პრაიმერების წყვილს შორის გმი-სთვის დამახასიათებელი თანმიმდევრობით. გამრავლების დროს დნმ-პოლიმერაზა AmpliTaq Gold 5'-ნუკლეაზური აქტივობის მეშვეობით ხლეჩს ზონდს, ათავისუფლებს რეპორტიორულ საღებავს, რომელიც თავისუფალ მდგომარეობაში ფლუორესცენცირებს. რეალურ დროში პჯრ-ს ხელსაწყო ABI PRISM ზომავს გამონთავისუფლებული საღებავის მზარდ ფლუორესცენციას გამრავლების პროცესში. მიღებული მონაცემები ავტომატურად მუშავდება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. რეალურ დროში გმი-ს გამოვლენა საშუალებას გვაძლევს რაოდენობრივად განვსაზღვროთ გმი-ს საწყისი შემცველობა პჯრ-ს ექსპონენციურ ფაზაში, როდესაც კომპონენტების კონცენტრაცია შედეგზე ვერ იმოქმედებს. ეს უზრუნველყოფს შედეგების სიზუსტეს და განმეორებადობას. ევროკავშირში და იაპონიაში ეს მეთოდი მიღებულია საკვებში გმი-ს რაოდენობრივი განსაზღვრის ძირითად მეთოდად. კლასიკური პჯრ-ს და საბოლოო შედეგების ელექტროფორეზული ანალიზის მეთოდები რაოდენობრივი განსაზღვრის დროს დიდ ცდომილებას იძლევა. TaqMan GMO 35S კომპლექტები აღმოაჩენს გმი-სათვის დამახასიათებელ დნმ-ს თანმიმდევრობებს ნებისმიერ საკვებში და მის კომპონენტებში. სისტემაში გამოყენებული ყვავილოვანი კომბოსტოს მოზაიკის ვირუსის 35S პრომოტორი, რომელიც დამახასიათებელია გმი-სათვის, შედის ევროკავშირისა და მრავალი სხვა ქვეყნის მიერ ნებადართულ ყველა ტრანსგენურ მცენარეში. ზონდის გარდა, სისტემა TaqMan GMO-ში შედის სოიას და სიმინდის ენდოგენური შიდა კონტროლი (Endogenous Reference). კონტროლის გაფართოება ორი რამისთვის არის საჭირო:
TaqMan GMO სისტემას შეუძლია შედეგების მიღება 2 საათში. კომპანია Applied Biosystems-ის მიერ შემუშავებული რეაგენტის საშუალებით საკვების ან მისი კომპონენტების დნმ-ს მატრიცის მიღება შეიძლება 30 წუთზე ნაკლებ დროში. 96 ნიმუშის ანალიზის შედეგებს რეალურ დროში პჯრ-ს სისტემა ABI PRISM 2 საათში იძლევა. პროგრამული უზრუნველყოფა ნიმუშში გმი-ს პროცენტულ შემცველობას ადგენს დაახლოებით 5 წუთში. ამგვარად, 96 ნიმუშის საერთო ანალიზის დრო 2 საათი და 30 წუთია. სამუშაო დღის განმავლობაში შეიძლება ჩატარდეს 192 ნიმუშის ანალიზი, ხოლო ღამის განმავლობაში ავტომატურ რეჟიმში კიდევ 96 ნიმუშის ანალიზი, რაც დღე-ღამეში 288 ნიმუშის გაანალიზების საშუალებას მოგვცემს. კომპანია Applied Biosystems-ის მიერ გამოშვებული გმი-ს რაოდენობრივი განსაზღვრის კომპლექტები:
- TaqMan® გმო სოია 35S - TaqMan® გმო სიმინდი 35S გმი-ს რაოდენობრივი განსაზღვრის კომპლექტები, რომლებსაც ამჟამად ამუშავებს კომპანია Applied Biosystems:
- TaqMan® გმო სოია T-nos - TaqMan® გმო სიმინდი T-nos
- TaqMan ® გმო სიმინდი MON810 - TaqMan ® გმო სიმინდი T25 - TaqMan ® გმო სიმინდი Bt11 - TaqMan ® გმო სიმინდი Bt176 - TaqMan ® გმო სიმინდი GA21 - TaqMan® გმო სოია RRS TaqMan GMO 35S კომპლექტში შედის: - სამუშაო ნარევი; - დნმ პოლიმერაზა AmpliTaq Gold; - უარყოფითი კონტროლი; - დადებითი კონტროლი; - მომხმარებლის სახელმძღვანელო; - რეაქციის მომზადების სქემა; - გმო-ს რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდის გამოყენების საერთაშორისო სამართალი. კომპლექტი განკუთვნილია 100 განსაზღვრისათვის. გარდა ამისა, კომპანია Applied Biosystems-მა შეიმუშავა დნმ-ს გამოსაყოფი ახალი უნივერსალური ხსნარი PrepMan™Ultra (PMU). საკვები, ჩვეულებრივ, შეიცავს დიდი რაოდენობით პჯრ-ს დამრთგუნველებს, დნმ ძალიან არის დაზიანებული კვების პროდუქტების წარმოების დროს თბური და ა. შ. დამუშავებით. ამიტომ PMU წყვეტს შემდეგ ამოცანებს: - დნმ მოპოვება; - პჯრ-ს დამთრგუნველების მოშორება; - დიდი რაოდენობის დნმ-ს მიღება; - გამოყოფილი დნმ-ს ხარისხის უზრუნველყოფა. ტრანსგენური დნმ-ს ამოცნობა ----------------------------------- |