• ცხოველთა ვირუსების გამოვლენა და ამოცნობა • ფრინველთა ვირუსების გამოვლენა და ამოცნობა • ადამიანის ყველაზე საშიში ინფექციების გამოვლენა და ამოცნობა • პათოგენების გამოვლენა და ამოცნობა წყლის გარემოში ცხოველთა ვირუსების გამოვლენა და ამოცნობა --------------------------- ფრინველთა ვირუსების გამოვლენა და ამოცნობა ვირუსული და ბაქტერიული წარმოშობის განსაკუთრებით საშიში ინფექციებისგან დაცვა: ფრინველის გრიპი (Avian Flu) ფრინველის გრიპი არის ფრინველთა ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს А ტიპის გრიპის ვირუსი (გრიპის ვირუსის 15 შტამი პათოგენურია ფრინველებისთვის, ყველაზე პათოგენური შტამებია H5 და H7). პირველად ფრინველის გრიპი აღმოაჩინეს იტალიაში ასზე მეტი წლის წინათ. ვირუსის ბუნებრივი მატარებლები არიან გადამფრენი ფრინველები, ძირითადად გარეული იხვები. გარეულ ფრინველებს, შინაური ფრინველებისგან განსხვავებით, გრიპის ვირუსის მიმართ დიდი გამძლეობა გააჩნიათ. ადამიანის დასნებოვნება პირველად აღრიცხულია ჰონგ კონგში 1997 წელს, როდესაც გავრცელდა ფრინველის გრიპი. 18 ადამიანი დაავადდა, 6 გარდაიცვალა. გამოვლინდა ვირუსის შტამი - H5N1, დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანებს ფრინველებიდან გადაედო. 2005 წლის აგვისტოში აღრიცხულია ადამიანის ფრინველის გრიპით დაავადების 112 შემთხვევა ვიეტნამში, ტაილანდში, კამბოჯაში, ინდონეზიაში, აქედან 64 ადამიანი დაიღუპა; არ არის დადგენილი ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გაანადგურეს ან ვაქცინაცია ჩაუტარეს მილიონობით ფრინველს. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის აზრით, H5N1 ფრინველის გრიპი შეიძლება გადაიზარდოს მსოფლიო პანდემიაში, თუ ვირუსის გენები შეიცვლება ადამიანის გრიპის ვირუსთან შერწყმით, ესე იგი შეიძენს ახალი თვისებებს (ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარს და სხვ.). ფრინველის გრიპის ვირუსის შტამების ამოსაცნობი კომპლექტები TaqMan® Influenza Detection Kits, რომლებიც დამზადებულია კომპანია Applied Biosystems-ის მიერ, გამოიყენება 30-ზე მეტ ქვეყანაში. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია გვირჩევს ამ კომპლექტების გამოყენებას და თვითონაც იყენებს მათ ფრინველის გრიპის გავრცელებასთან ბრძოლისათვის. უკუტრანსკრიპციისა და რეალურ დროში პჯრ-ს მეთოდით ფრინველის გრიპის ვირუსული რნმ-ს აღმოსაჩენად კომპანია Applied Biosystems გთავაზობთ შემდეგ კომპლექტებს:
ამჟამად კომპანია Applied Biosystems-მა შეიმუშავა ფრინველის გრიპის ვირუსის აღმოსაჩენი კომპლექტები TaqMan® Kit v2.0, რომლებიც არის ლიოფილიზებული რეაქტივების ზოლები:
ამ კომპლექტებს არ ესაჭიროება შენახვისა და ტრანსპორტირების განსაკუთრებული პირობები (გაყინვა). ადამიანის ყველაზე საშიში ინფექციების გამოვლენა და ამოცნობა---------------------- პათოგენების გამოვლენა და ამოცნობა წყლის გარემოში ---------------------- |